четверг, 19 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა  
 შესაბამისობა ორ სიმრავლეს შორის

სწავლების საფეხური/კლასი/დისციპლინა
  VIII კლასი.  მათემატიკა

მოსწავლეთა რაოდენობა  4

აქტივობები, მათი მიზნები და მისაღწევი შედეგები.  
  ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის დამყარება.

  • მოსწავლეები დაეუფლონ პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას შესაბამისობის ცნების გამოყენებას.
  • ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის წარმოდგენის ხერხების დაუფლებას.
მოსწავლეები ცოდნას პრაქტიკულად გამოიყენებენ. შეუძლიათ ამოცანის ამოხსნისას სათანადო წარმოდგენის შერჩევა და მისი ანალიზის უნარი; საყოფაცხოვრებო ამოცანის განხილვის საშუალებით სიმრავლეებს შორის შესაბამისობის სხვადასხვა თვისებებს აცნობიერებენ.


ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები    
  • აგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ორ მოცემულ სიმრავლეს შორის (მაგ. მოსწავლეები და მერხები საკლასო ოთახში) და ისტ–ის საშუალებით ცხრილით ან სქემით გამოსახავს მას; მათ. VIII. 6
  • ასახელებს ერთსა და იმავე შესაბამისობას, შესაბამისობის გამოსახვის ხერხისგან დამოუკიდებლად; მათ.VIII. 6
  • რაიმე ხერხით (სიტყვიერად, ცხრილის ან სქემის საშუალებით) მოცემული შესაბამისობისათვის პოულობს მითითებული სიმრავლის ანასახს/წინასახეს. მათ.VIII.6
თანმიმდევრობა
აქტივობა 1. კითხვა–პასუხი 15 წთ  
მოსწავლეებს შევთავაზოთ დაასახელონ ოთხი თანაკლასელი მოცემული თვის განმავლობაში კლასში მორიგეობისთვის. შემდეგ მათ ვთავაზობთ შედგეს მორიგეობის გრაფიკი (დღეების მიხედვით მორიგეთა განაწილება) ცხადია ეს გრაფიკი წარმოადგენს სიმრავლეებს შორის შესაბამისობას.
   განვიხილოთ შედგენილი გრაფიკებიდან სხვადასხვა სახით წარმოდგენილები. მოსწავლეები ამ გრაფიკებს ცხრილის სახით წარმოადგენენ. შესაძლოა მისი წარმოდგენა წყვილების, ან გრაფიკების სახითაც. ავარჩევთ წყვილებთ და გრაფიკებით წარმოდგენილ მორიგეობის რომელიმე გრაფიკს და კითხვა–პასუხის რეჟიმში თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბებთ შესაბამის თვისებებს.

  • რომელ სიმრავლეებს შორის გვაქვშ შესაბამისობა?
  • რა არის ერთი სიმრავლის ელემენტის სახე?
  • რამდენი სახე შეესაბამება ყოველ ელემენტს?
  • რა არის მოცემული ელემენტის წინა სახე?
  • რამდენი წინასახე აქვს მოცემულ ელემენტს?
კლასში დამსვამთ ასეთ კითხვას–სამართლიანია თუ არა მოცემული თვის განმავლობაში მორიგეობის წარმოდგენილი გრაფიკი–ხომ არ უწევს ზოგიერთებს სხვებზე მეტი მორიგეობა?
  აქტივობა 2. სავარჯიშოებზე მუშაობა 25 წთ
   ინდივიდუალურ სასკოლო მუშაობაში მივცემ დავალებას–შეიძლება თუ არა შევიტანოთ რაიმე კორექტივები თვეების მიხედვით მორიგეობის გრაფიკების შედგენისას, რომ განაწილება სამართლიანი იყოს: მოხერხდება თუ არა სამართლიანი განაწილება შემდგომ თვეში?
   ამის შემდეგ განვიხილავთ პარაგრაფის მაგალითს N3. ანალოგიურად ვიმსჯელებთ შესაბამისობის თვისებებზე. განვიხილავთ ისეთ მაგალითებს სადაც სიმრავლის ყოველ ელემენტს ერთადერთი სახე აქვს. ეს ასახვაა.
  განვიხილავთ სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან. N2,  N4, N5, N6.
 აქტივობა 3. შეფასება 3 წთ
აქტივობა 4. საშინაო დავალება  2წთ
შეფასების ფორამა
განმსაზღვრელ– განმავითარებელი. ფასდება ის მოსწავლე, რომელიც აღიქვამს ამოცანის შინაარსს, ახდენს მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას.
  შევაფასებთ იმ ცოდნას, რომელიც შეუძლია კავშირებისა და მიმართებების დადგენა, მსჯელობა– დასაბუთება.
სეფასების კრიტერიუმები
1. ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ამოცანის ტექსტიდან–0–1
2.მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხერხით ჩაწერა, რომელიც აადვილებს ამოხსნის 3.გზის მოძებნას–0–1
4.ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა–0-1
5.საძიებელი სიდიდეების გამოყოფა–0-1–2
6.ამოხსნის გზის მოძებნა–0–1-2
7.ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება–0–1–2-3
                სულ 10 ქულა
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე
კომპიუტერი, თაბახის ფურცელი, მარკერი, დაფა



Комментариев нет:

Отправить комментарий