понедельник, 24 марта 2014 г.

პირველი დღე

გავეცანით ინტელის ძირითად კურსს.
 თუ როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერული ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.
   შევიმუშავეთ პროექტის პორტფოლიო, რომელიც დაგვეხმარება სასწავლო მიზნების მიღწევაში და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. აგრეთვე განვიხილეთ პროექტის მონახაზი.
 ჩვენი ძირითადი აქტივობები იყო:

  •  პორტფოლიოს კომპენტეციების გაცნობა;
  • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
  • 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა;
  • საპროექტო იდეების გენერირება;
  • რეფლექსია ბლოგზე.

    

пятница, 21 марта 2014 г.

მე–2 მოდულის რეფლექსია
 ამ მოდულმა დამაკვალიანა სასწავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში.
 სასწავლო პროექტის დაგეგმვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა.
  გავიგეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
  21–საუკუნის უნარ ჩვევების შესაბამისი ლექსიკა.
  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომლებიც აკავშირებს სასწავლო პროცესის სხავადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით.

четверг, 19 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა  
 შესაბამისობა ორ სიმრავლეს შორის

სწავლების საფეხური/კლასი/დისციპლინა
  VIII კლასი.  მათემატიკა

მოსწავლეთა რაოდენობა  4

აქტივობები, მათი მიზნები და მისაღწევი შედეგები.  
  ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის დამყარება.

  • მოსწავლეები დაეუფლონ პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას შესაბამისობის ცნების გამოყენებას.
  • ორ სიმრავლეს შორის შესაბამისობის წარმოდგენის ხერხების დაუფლებას.
მოსწავლეები ცოდნას პრაქტიკულად გამოიყენებენ. შეუძლიათ ამოცანის ამოხსნისას სათანადო წარმოდგენის შერჩევა და მისი ანალიზის უნარი; საყოფაცხოვრებო ამოცანის განხილვის საშუალებით სიმრავლეებს შორის შესაბამისობის სხვადასხვა თვისებებს აცნობიერებენ.


ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები    
  • აგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ორ მოცემულ სიმრავლეს შორის (მაგ. მოსწავლეები და მერხები საკლასო ოთახში) და ისტ–ის საშუალებით ცხრილით ან სქემით გამოსახავს მას; მათ. VIII. 6
  • ასახელებს ერთსა და იმავე შესაბამისობას, შესაბამისობის გამოსახვის ხერხისგან დამოუკიდებლად; მათ.VIII. 6
  • რაიმე ხერხით (სიტყვიერად, ცხრილის ან სქემის საშუალებით) მოცემული შესაბამისობისათვის პოულობს მითითებული სიმრავლის ანასახს/წინასახეს. მათ.VIII.6
თანმიმდევრობა
აქტივობა 1. კითხვა–პასუხი 15 წთ  
მოსწავლეებს შევთავაზოთ დაასახელონ ოთხი თანაკლასელი მოცემული თვის განმავლობაში კლასში მორიგეობისთვის. შემდეგ მათ ვთავაზობთ შედგეს მორიგეობის გრაფიკი (დღეების მიხედვით მორიგეთა განაწილება) ცხადია ეს გრაფიკი წარმოადგენს სიმრავლეებს შორის შესაბამისობას.
   განვიხილოთ შედგენილი გრაფიკებიდან სხვადასხვა სახით წარმოდგენილები. მოსწავლეები ამ გრაფიკებს ცხრილის სახით წარმოადგენენ. შესაძლოა მისი წარმოდგენა წყვილების, ან გრაფიკების სახითაც. ავარჩევთ წყვილებთ და გრაფიკებით წარმოდგენილ მორიგეობის რომელიმე გრაფიკს და კითხვა–პასუხის რეჟიმში თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბებთ შესაბამის თვისებებს.

  • რომელ სიმრავლეებს შორის გვაქვშ შესაბამისობა?
  • რა არის ერთი სიმრავლის ელემენტის სახე?
  • რამდენი სახე შეესაბამება ყოველ ელემენტს?
  • რა არის მოცემული ელემენტის წინა სახე?
  • რამდენი წინასახე აქვს მოცემულ ელემენტს?
კლასში დამსვამთ ასეთ კითხვას–სამართლიანია თუ არა მოცემული თვის განმავლობაში მორიგეობის წარმოდგენილი გრაფიკი–ხომ არ უწევს ზოგიერთებს სხვებზე მეტი მორიგეობა?
  აქტივობა 2. სავარჯიშოებზე მუშაობა 25 წთ
   ინდივიდუალურ სასკოლო მუშაობაში მივცემ დავალებას–შეიძლება თუ არა შევიტანოთ რაიმე კორექტივები თვეების მიხედვით მორიგეობის გრაფიკების შედგენისას, რომ განაწილება სამართლიანი იყოს: მოხერხდება თუ არა სამართლიანი განაწილება შემდგომ თვეში?
   ამის შემდეგ განვიხილავთ პარაგრაფის მაგალითს N3. ანალოგიურად ვიმსჯელებთ შესაბამისობის თვისებებზე. განვიხილავთ ისეთ მაგალითებს სადაც სიმრავლის ყოველ ელემენტს ერთადერთი სახე აქვს. ეს ასახვაა.
  განვიხილავთ სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან. N2,  N4, N5, N6.
 აქტივობა 3. შეფასება 3 წთ
აქტივობა 4. საშინაო დავალება  2წთ
შეფასების ფორამა
განმსაზღვრელ– განმავითარებელი. ფასდება ის მოსწავლე, რომელიც აღიქვამს ამოცანის შინაარსს, ახდენს მონაცემების ორგანიზებას და მათ წარმოდგენას.
  შევაფასებთ იმ ცოდნას, რომელიც შეუძლია კავშირებისა და მიმართებების დადგენა, მსჯელობა– დასაბუთება.
სეფასების კრიტერიუმები
1. ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ამოკრეფა ამოცანის ტექსტიდან–0–1
2.მონაცემების ორგანიზება და ისეთი ხერხით ჩაწერა, რომელიც აადვილებს ამოხსნის 3.გზის მოძებნას–0–1
4.ადეკვატური აღნიშვნების შემოტანა–0-1
5.საძიებელი სიდიდეების გამოყოფა–0-1–2
6.ამოხსნის გზის მოძებნა–0–1-2
7.ამოხსნის გზის რეალიზება და პასუხის მიღება–0–1–2-3
                სულ 10 ქულა
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე
კომპიუტერი, თაბახის ფურცელი, მარკერი, დაფა



понедельник, 16 декабря 2013 г.

პროექტი დედაქალაქი თბილისი

1. პროექტის სახელწოდება:  
დედაქალაქი თბილისი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
 გავეცნოთ დედაქალაქ თბილისის ადგილმდებარეობას და ისტორიას.
3. პროექტის აქტუალობა:
მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქისათვის ვინც საქართველოში ცხოვრობს, რათა  გაეცნონ თავისი ქვეყნის წარსულს.
4.პროექტის მიზნები:
 შეისწავლონ დამპყრობელთა შემოსევები, გაეცნონ ინფორმაციას თბილისის დაარსებაზე, აგრეთვე  უცხოელთა გავლენაზე. განიხილონ ქართული რენესანსი.
5. მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი
6. ვადები/ ხანგრძლივობა:
 1 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია და ასაკით მათზე ნაკლებ მოსწავლეებს წარუდგინონ.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,  კალამი, თაბახის ფურცელი.
9. პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები:
 ისტ-ის საშუალებების გამოყენება, თბილისის ღირსეულ ადგილებში ესკურსიის მოწყობა, თბილისის ისტორიის გაცნობა.
10. პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს დედაქალაქი თბილისი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე. ქალაქს 1,152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს
11. პროექტის მსვლელობა
ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფები, რომლებიც გადაინაწილებენ მოვალეობებს კერძოდ:
      პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თბილისის დაარსებაზე–თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულში. ამავე საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის –პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტანგ გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად.
      მეორე ჯგუფი შეისწავლის უცხოელთა გავლენას–570–580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. 627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ჰერეკლე კეისარმა და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა, მაგრამ ვერ აიღეს. მიუხედავად ამისა 628 წელს ხაზარებმა ქალაქი ააოხრეს. ამის შემდეგ არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამედმა დაიპყრო. 853 წელს თბილისში შემოვიდა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა . 1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა–უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისი თურქ–სელჩუკთა სულთანმა ალფა–არსლანმა დალაშქრა და დაიკავა.
      მესამე ჯგუფი განიხილავს–ქართული რენესანსი–1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაანთავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა გართიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. თბილისი გახდა ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი. მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა. ამ ეპოქის თბილისი მრავალფეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ  სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. ამ პერიოდს საქართველოს ისტორიაში  "ოქროს ხანას" ან "ქართულ რენესანსის" პერიოდს უწოდებდნენ.
   მეოთხე ჯგუფი შეისწავლის დამპყრობელთა შემოსევებს–1226 წელს თბილისი ჯალალედინის სარდლობით ხვარაზმელებმა დალაშქრეს; ქალაქი სასტიკად აოხრდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. XIII საუკუნის 40–იან წლებში მონღოლებმა აიღეს. XIV საუკუნის 20–იანი წლებიდან მონღოლთა ბატონობა გადააგდეს. 1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. საქართველოში მან 8–ჯერ ილაშქრა, აქედან მან 2–ჯერ დაარბია იგი. პარტახდებოდა ქალაქის ცალკეული უბნები. 1444 წელს ქალაქი აიღო და დაარბია  ქ. თავრაზის მფლობელმა ჯაჰან–შაჰმა; ამავე საუკუნის 70–იან წლებში თბილისი კვლავ სპარსელების ხელში იყო. 1522 წელს თბილისი სპარსელებმა აიღე. 1524 წელს იგი მეფე დავით X–მ გაანთავისუფლა. ქალაქი მშვიდობიანად ვითარდებოდა. 1541 წელს ქალაქი ააოხრა  ირანის შაჰმა–თამაზ I–მა. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 წელს კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 წელს იგი ერეკლე II–მ გაანთავისუფლა. 1801 წელს ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა.
 12.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    ისტორია:შეისწავლის თბილისის ისტორიას,რომ ის არის ერთ–ერთი უძველესი ქალაქი მთელ მსოფლიოში,რომ ჰარმონიულადაა შერწყმული უძველესი და თანამედროვე დროები.ქალაქის დაარსებას ყველასათვის ცნობილი ლეგენდა უკავშირდება.
   გეოგრაფია: გაარკვევს რომ თბილისს საგურამოს ქედი ესაზღვრება,აღმოსავლეთითა და სამხრეთ–აღმოსავლეთით იორის დაბლობი,სამხრეთითა და დასავლეთით თრიალეთის ქედის სხვადასხვა დაბლობები.განიხილავს რუკას.

13. პროექტის ხელმძღვანელი:
ანგელინა ქეცბაია
14. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
:angelinaqecbaia@gmail.com
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი 
  angelinaqecbaia@blogspot.com



დააჭირეთ აქ და ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია